1
Nov
თეგეტა აკადემიასა და USAID-ს შორის საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა
პარტნიორობის ფარგლებში „ინფრასტრუქტურის მშენებელთა კომპანიების ასოციაციასთან“ და "Tegeta Construction Equipment"-თან ერთად მძიმე ტექნიკის ოპერატორებისთვის მომზადება/გადამზადების პროგრამა შემუშავდება. პროექტის ჯამური ბიუჯეტი 385 000 დოლარს შეადგენს.
პირველად საქართველოში მძიმე ტექნიკის ოპერატორებს მიეცემათ კვალიფიციური უნარების გამომუშავებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა. ამ მიზნით, თეგეტა აკადემია შეიძენს სიმულატორს, რომლის საშუალებითაც მონაწილეები თეორიულთან ერთად სიღრმისეულ პრაქტიკულ ცოდნასა და გამოცდილებას მიიღებენ.