
13
Jun
25-26 ივნისს, ბელგიაში, ქალაქ ბრიუსელში, „ევროპის შეგირდთა ქსელის“ (EAN) ყოველწლიური ღონისძიება გაიმართება, რომელშიც საქართველოს სახელით მონაწილეობას მიიღებს დუალური პროგრამების ოთხი სტუდენტი, რომელთაგან ერთ-ერთი თეგეტას პროგრამის „ელექტრო და ელექტრონული სისტემების შეკეთება“ კურსდამთავრებული - ავთანდილ ჭანკვეტაძეა.
აღნიშნული ღონისძიება მიზნად ისახავს პროფესიულ განათლებაში ჩართული სტუდენტების მოსაზრებების, ხედვის და გამოცდილების გაზიარებას, აგრეთვე, ითვალისწინებს მსჯელობას დუალურ სწავლებასთან დაკავშირებული პრიორიტეტების და გამოწვევების შესახებ.