მონაწილეთა რაოდენობა

20

ტრენინგის ხანგრძლივობა

6 კვირა

პროფესიული გადამზადების პროგრამა „ჩანგლიანი დამტვირთველის ოპერატორი“

პროგრამის სახელწოდება: ჩანგლიანი დამტვირთველის ოპერატორი

პროგრამის ხანგრძლივობა:  6 კვირა

მსმენელთა საერთორაოდენობა პროგრამაზე: 20

დაშვების წინაპირობა: სამუშაო გამოცდილება - დარგში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება აღწერა მინიმუმ 6 თვე. 

 

პროგრამის მიზანი: 

პროგრამის მიზანია ჩანგლიანი დამტვირთველის გამოცდილი ოპერატორების აღჭურვა განახლებული ცოდნით, მოწინავე უნარებითა და მაღალი კომპეტენციებით, რომლებიც საჭიროა ჩანგლიანი დამტვირთველის უსაფრთხოდ და ეფექტურად მუშაობისთვის. აღნიშნული მიიღწევა თეორიული და პრაქტიკული სწავლების კომბინაციით, რაც მოიცავს ოპერატორის ძირითად ფუნქციებს, ტექნიკების უსაფრთხო ოპერირებას, მოვლა-ექსპლუატაციის პროცესსა და სამუშაო პროცესის დაგეგმვა/შეფასებას. აღნიშნული პროგრამა მსმენელებს მისცემს შესაძლებლობას გაიღრმავონ არსებული ცოდნა და უნარები შრომის ბაზარზე კონკურენტული პოზიციონირებისთვის.

 

პროგრამის აღწერა: 

პროფესიული გადამზადების პროგრამაზე „ჩანგლიანი დამტვირთველის ოპერატორი“ სწავლა შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს, რომელსაც აქვს პრაქტიკული გამოცდილება. აღნიშნული პროგრამა მორგებულია მსმენელთა საჭიროებებზე, ორიენტირებულია სწავლების მაღალ ხარისხზე და დაფუძნებულია საუკეთესო ადგილობრივ გამოცდილებაზე. სწავლების 4 კვირის განმავლობაში მონაწილეები მიიღებენ თეორიულ ცოდნას შპს „თეგეტა აკადემიის“ თეორიული სწავლების გარემოში, ხოლო მომდევნო 2 კვირის განმავლობაში გაივლიან პრაქტიკულ ნაწილს შპს „თეგეტა აკადემიის“ პრაქტიკულ გარემოში, რომელიც აღჭურვილი იქნება სწავლებისთვის საჭირო მატერიალ-ტექნიკური რესურსებით. სწავლებას განახორციელებენ მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტები, პროცესს ექნება ინტერაქციულ-პრაქტიკული სახე და შესაბამისი სიმულაციური ამოცანების მეშვეობით მსმენელები გაიმყარებენ თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს. გამოყენებული სწავლებისა და შეფასების მეთოდები უზრუნველყოფს მომუშავე პროფესიონალების კვალიფიკაციის ამაღლებას და ჩვენი კურსდამთავრებულებისთვის კარიერული პერსპექტივების გაუმჯობესებას. პროგრამის კურსდამთავრებული მიიღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ ორენოვან სერტიფიკატს და დანართს.

 

სწავლის შედეგები:

  • ადგილობრივი და საერთაშორისო შრომის ბაზრის განვითარების ტენდენციების ანალიზი; 
  • სხვადასხვა ფუნქციისა და პასუხისმგებლობის განაწილება სატვირთო ოპერაციებში;
  • გარემოსა და ჯანმრთელობის დაცვის, შრომის უსაფრთხოების და სანიტარული ნორმების დაცვის უზრუნველყოფა; 
  • ჩანგლიანი დამტვირთველის კომპონენტების აღწერა და ტექნიკის ოპერირება; 
  • ეფექტური კომუნიკაციის მეთოდების განსაზღვრა სატვირთო ოპერაციებში; 
  • ტექნიკების მუშაობასთან დაკავშირებული სამუშაო პროცესის დაგეგმვა/შეფასება და რისკების იდენტიფიცირება;
  • ჩანგლიანი დამტვირთველის ტექნიკური შემოწმება.

 

სწავლების მეთოდები:

  • ინტერაქციული ლექცია 
  • დემონსტრირება 
  • როლური თამაში 
  • პრაქტიკული მეცადინეობა

 

აპლიკანტთა შერჩევის ფორმა: 

  • გასაუბრება

 

განხორციელების ადგილი: ქ. თბილისი


კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 0322 26 44 46