მონაწილეთა რაოდენობა

20

ტრენინგის ხანგრძლივობა

6 კვირა

პროგრამის სახელწოდება: ექსკავატორ-დამტვირთველის და ფრონტალური დამტვირთველის ოპერატორი

პროგრამის ხანგრძლივობა: 6 კვირა

მსმენელთა საერთორაოდენობა პროგრამაზე: 20

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: დარგში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება აღწერა მინიმუმ 6 თვე

 

პროგრამის აღწერა: 

პროფესიული გადამზადების პროგრამაზე „ექსკავატორ-დამტვირთველის და ფრონტალური დამტვირთველის“ სწავლა შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს, რომელსაც აქვს პრაქტიკული გამოცდილება. აღნიშნული პროგრამა მორგებულია მსმენელთა საჭიროებებზე, ორიენტირებულია სწავლების მაღალ ხარისხზე და დაფუძნებულია საუკეთესო ადგილობრივ გამოცდილებაზე. სწავლების 4 კვირის განმავლობაში მონაწილეები მიიღებენ თეორიულ ცოდნას შპს „თეგეტა აკადემიის“ თეორიული სწავლების გარემოში, ხოლო მომდევნო 2 კვირის განმავლობაში გაივლიან პრაქტიკულ ნაწილს შპს „თეგეტა აკადემიის“ პრაქტიკულ გარემოში, რომელიც აღჭურვილი იქნება სწავლებისთვის საჭირო მატერიალ-ტექნიკური რესურსებით. სწავლებას განახორციელებენ მაღალკვალიფიცრებული ტრენერები, პროცესს ექნება ინტერაქციულ-პრაქტიკული სახე და შესაბამისი სიმულაციური ამოცანების მეშვეობით მსმენელები გაიმყარებენ თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს. გამოყენებული სწავლებისა და შეფასების მეთოდები უზრუნველყოფს მომუშავე პროფესიონალების კვალიფიკაციის ამაღლებას და ჩვენი კურსდამთავრებულებისთვის კარიერული პერსპექტივების გაუმჯობესებას. პროგრამის „ექსკავატორ-დამტვირთველის და ფრონტალური დამტვირთველის“ კურსდამთავრებული მიიღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ ორენოვან სერტიფიკატს და დანართს. 

 

პროგრამის მიზანი: 

პროგრამის მიზანია ექსკავატორ-დამტვირთველის და ფრონტალური დამტვირთველის გამოცდილი ოპერატორების აღჭურვა განახლებული ცოდნით, მოწინავე უნარებითა და მაღალი კომპეტენციებით, რომლებიც საჭიროა ექსკავატორ-დამტვირთველის და ფრონტალური დამტვირთველის უსაფრთხოდ და ეფექტურად მუშაობისთვის. აღნიშნული მიიღწევა თეორიული და პრაქტიკული სწავლების კომბინაციით, რაც მოიცავს ოპერატორის ძირითად ფუნქციებს, ტექნიკების უსაფრთხო ოპერირებას, მოვლა ექსპლუატაციის პროცესსა და სამუშაო პროცესის დაგეგმვა/შეფასებას. აღნიშნული პროგრამა, მსმენელებს მისცემს შესაძლებლობას გაიღრმავონ არსებული ცოდნა და უნარები შრომის ბაზარზე კონკურენტული პოზიციონირებისთვის.

სწავლის შედეგები:

  • ადგილობრივი და საერთაშორისო შრომის ბაზრის განვითარების ტენდენციების ანალიზი; 
  • სხვადასხვა ფუნქციისა და პასუხისმგებლობის განაწილება სატვირთო ოპერაციებში;
  • გარემოსა და ჯანმრთელობის დაცვის, შრომის უსაფრთხოების და სანიტარული ნორმების დაცვის უზრუნველყოფა;
  • ექსკავატორ-დამტვირთველის ძირითადი კომპონენტების აღწერა და ტექნიკის ოპერირება; 
  • ფრონტალური დამტვირთველის კომპონენტების აღწერა და ტექნიკის ოპერირება;
  • ეფექტური კომუნიკაციის მეთოდების განსაზღვრა სატვირთო ოპერაციებში; 
  • ტექნიკების მუშაობასთან დაკავშირებული სამუშაო პროცესის დაგეგმვა/შეფასება და რისკების იდენტიფიცირება;
  • ექსკავატორ-დამტვირთველის და ფრონტალური დამტვირთველის ტექნიკური შემოწმება. 
 

სწავლის მეთოდები:

  • ინტერაქციული ლექცია 
  • დემონსტრირება 
  • როლური თამაში 
  • პრაქტიკული მეცადინეობა

 

აპლიკანტთა შერჩევის ფორმა: 

  • გასაუბრება

 

განხორციელების ადგილი: ქ. თბილისი


კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 0322 26 44 46