მონაწილეთა რაოდენობა

20

ტრენინგის ხანგრძლივობა

28 კვირა

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:  
  • საბაზო განათლება 
  • ასაკი არანაკლებ 17 წელი 
 
 
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:  
  • გასაუბრება 
  • გამოცდა (უცხო ენა, ზოგადი უნარები) 
 
 
პროგრამის მიზანი:  
პროგრამის მიზანია იმ ცოდნისა და უნარების მქონე სპეციალისტების მომზადება, რომლებიც კვალიფიციურად შეძლებენ საქართველოს ბაზარზე არსებული ავტომობილების, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ამძრავისა და სხვა ელექტრონული კომპონენტების კომპიუტერულ დიაგნოსტირებას შესაბამისი აპარატებითა და სქემა- მანუალების დახმარებით. 
 
 
პროგრამის მოკლე აღწერა:  
პროგრამა მორგებულია მსმენელთა საჭიროებებზე, ორიენტირებულია სწავლების მაღალ ხარისხზე და დაფუძნებულია საუკეთესო ადგილობრივ გამოცდილებაზე. 
სწავლების 12 კვირის (240 საათი) განმავლობაში მონაწილეები მიიღებენ თეორიულ ცოდნას შპს „თეგეტა აკადემიის“ თეორიული სწავლების გარემოში, ხოლო მომდევნო 16 კვირის (320 საათი) განმავლობაში გაივლიან პრაქტიკულ ნაწილს შპს „თეგეტა აკადემიისა“ და შპს „თეგეტა მოტორსის“ პრაქტიკულ გარემოში. სწავლებას განახორციელებენ მაღალკვალიფიცირებული ტრენერები, პროცესს ექნება ინტერაქციულ- პრაქტიკული სახე, შესაბამისი სიმულაციური ამოცანების მეშვეობით მსმენელები გაიმყარებენ თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს.  
სწავლებისა და შეფასების გამოყენებული მეთოდები უზრუნველყოფს კვალიფიცირებული კადრების მომზადებას და მათი დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესებას. 
პროფესიული მომზადების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ კურსდამთავრებული მიიღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ პროფესიული განათლების დამადასტურებელ სერტიფიკატს, დანართით, რომელშიც ფიქსირდება პირის მიერ პროგრამის ფარგლებში მიღწეული ცოდნა და უნარები. 
 
 
კურსდამთავრებულთა კარიერული შესაძლებლობები:  
პროგრამის გავლის შედეგად მიღებული ცოდნა და უნარები, ხელს შეუწყობს კურსდამთავრებულებთა დასაქმების პერსპექტივებს. აღნიშნული პროგრამა მორგებულია სამუშაო ბაზრის მოთხოვნებზე და ორიენტირებულია სწავლების მაღალ ხარისხზე. 
 
 
სწავლების მეთოდები:  
  • ინტერაქციული ლექცია 
  • პრაქტიკული მეცადინეობა 
 
 
შეფასების მეთოდები:  
  • გამოკითხვა 
  • პრაქტიკული დავალება დაკვირვებით 
 
 
სწავლის შედეგები: 
1. მსუბუქი ავტომობილის დაკიდების სისტემის საჭით მართვისა და სამუხრუჭე სისტემის კლასიფიცირება  
2. მსუბუქი ავტომობილის ტრანსმისიის კლასიფიცირება  
3. მსუბუქი ავტომობილის შიდაწვის ძრავისა და ელექტრო ძრავის კლასიფიცირება  
4. განახორციელოს ზოგადი ელექტროტექნიკური გაზომვები 
5. მსუბუქი ავტომობილისათვის საჭირო დიაგნოსტიკის აპარატების, ელ. ნახაზების და სქემამანუალების გარჩევა  
6. მსუბუქი ავტომობილის შიდაწვის ძრავის ელ. დიაგნოსტიკა  
7. მსუბუქი ავტომობილის დაკიდების საჭით მართვის, სამუხრუჭე სისტემის და ტრანსმისიის ელ. დიაგნოსტიკა 
8. მსუბუქი ავტომობილის უსაფრთხოების სისტემების ელ. დიაგნოსტიკა  
9. მსუბუქი ავტომობილის გაშვება-დამუხტვის ელ. დიაგნოსტიკა  
10. მსუბუქი ავტომობილის გათბობა-კონდიცირების სისტემის ელ.დიაგნოსტიკა 
11. მსუბუქი ავტომობილის ელ. მართვის მოდულების პროგრამირება  
 
 
სასწავლო რესურსები: 
  • ონლაინ სასწავლო პლატფორმა „ELECTUDE“ 
  • ონლაინ ტექნიკური ინსტრუქციების პლატფორმა "HORIZON" 
  • მანუალები 
 
 
პარტნიორი და მხარდამჭერი კომპანია: 
პროფესიული მომზადების პროგრამა ხორციელდება USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ მხარდაჭერით და შპს „თეგეტა მოტორსთან“ პარტნიორობით. 
 
განხორციელების ადგილი: ქ. ბათუმი