პროგრამის დასახელება: მსუბუქი ავტომობილის კომპიუტერული დიაგნოსტიკოსი
კურსი შედგება 3 ძირითადი კომპონენტისგან:
I. მსუბუქი ავტომობილის აგებულება
მსმენელები შეისწავლიან მსუბუქი ავტომობილის აგებულებასა და ძირითადი აგრეგატების მუშაობის პრინციპებს.
II. ელექტროობის საფუძვლები
მსმენელები შეისწავლიან ფიზიკის იმ ნაწილს, რომელიც მომდევნო პრაქტიკული მეცადინეობებისთვის იქნება საჭირო. დენის ძალა, ძაბვა, წინააღმდეგობის ძალა და სხვა ელექტრული საზომი ერთეულების არსი და კლასიფიკაცია. ავტომობილის სხვადასხვა ელექტრული კომპონენტების მუშაობის პრინციპებს.
III. მსუბუქი ავტომობილის კომპიუტერული დაიგნოსტიკა
მსმენელები შეისწავლიან ავტომობილის სქემა-მანუალების მოძიებას და იდენტიფიცირებას. დიაგნოსტიკური მოწყობილობების გამოყენებას და ელექტრონული სისტემის დიაგნოსტიკის საფუძვლებს რაც დაეხმარებათ დიაგნოსტიკის სფეროში პრაქტიკული უნარების ჩამოყალიბებაში.
პროგრამის დეტალური აღწერა:
I. მსუბუქი ავტომობილის აგებულება
- დაკიდების სისტემის ტიპები და კომპონენტები
- დიფერენციალის მუშაობის პრინციპი
- დამოუკიდებელი და დაკიდებული სავალი ნაწილები
- საჭის მართვის სისტემის ტიპები
- სამუხრუჭე სისტემების დანიშნულება და ტიპები
- ABS, ESP მუშაობის პრინციპები
- ტრანსმისიის დანიშნულება და როლი
- მექანიკური და ავტომატური გადაცემათა კოლოფი: აგებულება და მუშაობის პრინციპი
- CVT და DCT გადაცემათა კოლოფების უპირატესობები
- შიგა წვის ძრავის ძირითადი ელემენტები და მუშაობის პრინციპები
- ოთხტაქტიანი და ორტაქტიანი ძრავების შედარება
II. ელექტროობის საფუძვლები
- ატერიის და უმცირესი ნაწილაკების აგებულება და ქიმიური შემადგენლობა;
- ელექტრული დენის ცნება, პრინციპი;
- ნივთიერებების დამოკიდებულება და შეთავსებადობა ელექტრულ დენთან;
- მაგნეტიზმი და ელექტრომაგნიტური ველი;
- ინდუქციური კოჭა;
- ძაბვის, დენის ძალის და წინაღობის მცნება, ომის კანონი;
- ვატის კანონი;
- მიმდევრობითი, პარალელური და შერეული წრედები;
- მუდმივი და ცვლადი დენი;
- გენერატორის აგებულება და მუშაობის პრინციპი;
- სტარტერის აგებულება და მუშაობის პრინციპი;
- წრედული კომპონენტების და ნახევარ გამტარების აგებულება და მუშაობის პრინციპი.
III. მსუბუქი ავტომობილის კომპიუტერული დაიგნოსტიკა
- მსუბუქი ავტომობილისათვის საჭირო დიაგნოსტიკის აპარატების, ელ. ნახაზების და სქემამანუალების გარჩევა
- შიდაწვის ძრავის ელ. დიაგნოსტიკა
- დაკიდების საჭით მართვის, სამუხრუჭე სისტემის და ტრანსმისიის ელ. დიაგნოსტიკა
- უსაფრთხოების სისტემების ელ. დიაგნოსტიკა
- გაშვება-დამუხტვის ელ. დიაგნოსტიკა
- გათბობა-კონდიცირების სისტემის ელ.დიაგნოსტიკა
- ელ. მართვის მოდულების პროგრამირება
სასწავლო რესურსები:
- ონლაინ სასწავლო პლატფორმა „ELECTUDE“
- ონლაინ ტექნიკური ინსტრუქციების პლატფორმა "HORIZON"
- მანუალები
პარტნიორი და მხარდამჭერი კომპანია:
პროფესიული მომზადების პროგრამა ხორციელდება თეგეტა მოტორსთან პარტნიორობით.
პროგრამის ხანგრძლივობა:
სასწავლო პროცესი ხორციელდება 7 თვის განმავლობაში
- 3 თვე - თეორია (სწავლება ყოველ-დღე, 10:00-14:00 სთ, შაბათ-კვირის გარდა)
- 3 თვე - პრაქტიკა;
- 1 თვე - სამუშაო პრაქტიკა თეგეტა მოტორსის სერვისში
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
- საბაზო განათლება
- ასაკი მინიმუმ 17 წელი.
სწავლის დაწყების თარიღი: 22 სექტემბერი, 2025
განხორციელების ადგილი: ქ. ბათუმი
სწავლის საფასური: სწავლის საფასური შეადგენს 2 500 ლარს, 4 900 ლარის ნაცვლად
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 0322 26 44 46