პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
- ასაკი არანაკლებ 18 წელი
- სამედიცინო დოკუმენტი ფორმა №IV -100/ა
- პრაქტიკული სამუშაო გამოცდილება ამწის ოპერატორის მიმართულებით (მინიმუმ 6 თვე)
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა:
პროგრამის მიზანი:
გადამზადების პროგრამის მიზანია პორტალური და ჯოჯგინა ამწის გამოცდილი ოპერატორების აღჭურვა განახლებული ცოდნით, მოწინავე უნარებითა და მაღალი კომპეტენციებით, რომლებიც აუცილებელია ზემოთ აღნიშნული ამწეების უსაფრთხო და ეფექტური მუშაობისთვის. აღნიშნული მიიღწევა თეორიული და პრაქტიკული სწავლების კომბინაციით, რაც მოიცავს ოპერატორის ძირითად ფუნქციებს, ამწის უსაფრთხო ოპერირებას, მოვლა ექსპლუატაციის პროცესსა და სამუშაო პროცესის დაგეგმვა/შეფასებას. აღნიშნული პროგრამა, მსმენელებს მისცემს შესაძლებლობას გაიღრმავონ არსებული ცოდნა და უნარები შრომის ბაზარზე კონკურენტული პოზიციონირებისთვის.
პროგრამის მოკლე აღწერა:
სწავლების 4 კვირის განმავლობაში მონაწილეები მიიღებენ თეორიულ ცოდნას შპს „თეგეტა აკადემიის“ თეორიულ/სიმულაციური სწავლების გარემოში, ხოლო მომდევნო 2 კვირის განმავლობაში გაივლიან პრაქტიკულ ნაწილს შპს ,,ტრანსფორდის“ პრაქტიკულ გარემოში, რომელიც აღჭურვილი იქნება სწავლებისთვის საჭირო მატერიალ-ტექნიკური რესურსებით. სწავლებას განახორციელებენ მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტები, პროცესს ექნება ინტერაქციულ-პრაქტიკული სახე და შესაბამისი სიმულაციური ამოცანების მეშვეობით მსმენელები გაიმყარებენ თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს.
გამოყენებული სწავლებისა და შეფასების მეთოდები უზრუნველყოფს მომუშავე პროფესიონალების კვალიფიკაციის ამაღლებას და ჩვენი კურსდამთავრებულებისთვის კარიერული პერსპექტივების გაუმჯობესებას.
პროფესიული მომზადების პროგრამის „პორტალური და ჯოჯგინა ამწის ოპერატორი“ კურსდამთავრებული მიიღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ ორენოვან სერტიფიკატს და დანართს.
კურსდამთავრებულთა კარიერული შესაძლებლობები:
პროგრამის გავლის შედეგად განახლებული ცოდნა და უნარები, ხელს შეუწყობს კურსდამთავრებულებთა დასაქმების პერსპექტივებს მაღალი დონის პოზიციებზე და ზრდის პასუხისმგებლობას ამჟამინდელ დასაქმებულ ორგანიზაციაში. აღნიშნული პროგრამა მორგებულია მსმენელთა საჭიროებებზე და ორიენტირებულია სწავლების მაღალ ხარისხზე. ამწეების მუშაობის უახლესი სტანდარტების, რეგულაციებისა და პრაქტიკის ცოდნა ხელს შეუწყობს კონკურენტულ სამუშაო ბაზარზე მათ მუდმივ დასაქმებას.
სწავლების მეთოდები:
- ინტერაქციული ლექცია
- დემონსტრირება
- როლური თამაში
- პრაქტიკული მეცადინეობა
- პრაქტიკული სავარჯიშო
შეფასების მეთოდები:
- გამოკითხვა
- პრაქტიკული დავალება
სწავლის შედეგები:
1. ადგილობრივი და საერთაშორისო შრომის ბაზრის განვითარების ტენდენციების ანალიზი;
2. სხვადასხვა ფუნქციისა და პასუხისმგებლობის განაწილება სატვირთო ოპერაციებში;
3. გარემოსა და ჯანმრთელობის დაცვის, შრომის უსაფრთხოების და სანიტარული ნორმების დაცვის უზრუნველყოფა;
4. პორტალური ამწის კომპონენტების აღწერა და ტექნიკის ოპერირება;
5. ჯოჯგინა ამწის კომპონენტების აღწერა და ტექნიკის ოპერირება;
6. ტვირთის პოზიციონირების სიზუსტის და ტვირთსატაცი აღჭურვილობების ჩაბმის მეთოდების განსაზღვრა სატვირთო ოპერაციებში;
7. ამწეების მუშაობასთან დაკავშირებული სამუშაო პროცესის დაგეგმვა/შეფასება და რისკების იდენტიფიცირება;
8. ამწის ტექნიკური შემოწმება.
პარტნიორი და მხარდამჭერი კომპანია:
პროფესიული გადამზადების პროგრამა ხორციელდება USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ მხარდაჭერით და შპს „ტრანსფორდთან“ პარტნიორობით.
განხორციელების ადგილი: ქ. ფოთი