როდის და რატომ ჩააბარე თეგეტა აკადემიაში?
2019 წლის დასაწყისში ჩავაბარე აკადემიაში, მსუბუქი ავტომობილების აგებულების კურსზე. ჩემთვის აკადემიაში სწავლა იყო გამოწვევა, შემესწავლა ახალი პროფესია მოკლე დროში და განვვითარებულიყავი ამ მიმართულებით.
თუ გახსოვს აკადემიაში მოსვლის პირველი დღე? რა ემოცია გქონდა, მოგეწონა თუ არა გარემო, სწავლება?
პირველი დღე საკმაოდ ემოციური იყო, თან ახლდა სიხარული, დაბნეულობა და ცოტა შიშიც. ამ დღეს მიღებულმა შთაბეჭდილებებმა ბევრი რამ განსაზღვრა. ტრენერებისგან მოვისმინეთ ბევრი ამბავი, რამაც უფრო აამაღლა ჩვენი მოტივაცია.
ყველაზე მეტად რა მოგწონს აკადემიაში და სწავლის მეთოდში?
აკდემიაში სწავლის პერიოდი ერთ-ერთი კარგი მოგონებაა ჩემს მეხსიერებაში. მიუხედავად იმისა, რომ თითოეული დღე ინფორმაციულად საკმაოდ დატვირთული და ბევრი ჩვენგანისთვის ახალიც კი იყო, ეს სტრესულ გარემოს არ ქმნიდა.
აკადემიაში სწავლის შემდეგ როგორ დასაქმდი და რა კარიერული გზების გავლა მოგიწია?
აკადემიაში სწავლის დასრულების შემდეგ გავიარე სტაჟირება ფრონტში, მსუბუქი ნაწილების კონსულტანტის პოზიციაზე, ხოლო შემდეგ გადავედი ქოლ-ცენტრში. უკვე 2021 წლის იანვრიდან დავსაქმდი თეგეტა დისტრიბუციაში მსუბუქი ავტომობილის ნაწილების შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
რა უნარები განგივითარა თეგეტა აკადემიამ?
თეგეტა აკადემიამ დამარწმუნა იმაში, რომ სურვილის შემთხვევაში, ნებისმერ ადამიანს, შეუძლია, შეისწავლოს სასურველი პროფესია, მიუხედავად საზოგადოებაში დამკვიდრებული გენდერული სტერეოტიპებისა.
რამდენიმე სიტყვით რომ დაგვიხასიათო საკუთარი თავი? რა თვისებებს გამოყოფდი, რომელიც კარიერულ წინსვლაში გეხმარება?
შრომისმოყვარეობა და პასუხისმგებლობის გრძნობა არის ის თვისებები, რომლებიც დამეხმარა კარიერულ განვითარებაში.
რას ურჩევდი სტუდენტებს, რომლებსაც სურთ, ავტოინდუსტრია შეისწავლონ ან შეიძინონ ახალი პროფესია, თუმცა აკადემიაში სწავლა ჯერ არ აქვთ გადაწყვეტილი?
სტუდენტებს, რომლებსაც ჯერ არ გადაუწყვეტიათ თეგეტა აკადემიაში სწავლის დაწყება, ვურჩევ, დრო არ დაკარგონ ფიქრში და მიიღონ ახალი გამოწვევები.