როდის ჩააბარეთ აკადემიაში და რა მიმართულებაზე?
2020 წლის მაისში ჩავაბარე ზოგადი აგებულების ტრენინგზე.
რატომ გადაწყვიტეთ აკადემიაში სწავლის დაწყება?
საავტომობილო სფერო ყოველთვის იყო ჩემს ინტერესებში. ყველა სათამაშო ავტომობილი დაშლილი მაქვს, იმის გასარკვევად, თუ რა როგორ მუშაობდა.
წარსული სამუშაო გამოცდილების მიუხედავად, ყველაფერი დავიწყე თავიდან და მოვედი სასურველ სფეროსა და კომპანიაში.
თუ გახსოვთ აკადემიაში მოსვლის პირველი დღე? რა ემოცია გქონდათ, მოგეწონათ თუ არა გარემო, სწავლება?
მახსოვს ძალიან მოწესრიგებული, მეგობრული გარემო და მოტივაციით სავსე აკადემიელები, რომლებთანაც საერთო ინტერესი მაერთიანებდა.
ყველაზე მეტად რა მოგწონთ აკადემიაში და სწავლის მეთოდში?
თანამედროვე სტანდარტებით სწავლება, ავტომობილების ინდივიდუალური განხილვა და ინფორმაციული პრეზენტაციები. ყველას, ვისაც საავტომობილო სფერო აინტერესებს, ვურჩევ, დროულად მიიღონ გადაწყვეტილება
აკადემიაში სწავლის შემდეგ როგორ მოხდა თქვენი დასაქმება და ზუსტად რომ მოგვიყვეთ რა პოზიციები შეიცვალეთ?
აკადემიის წარმატებით დასრულებისთანავე სტაჟირება გავიარე მსუბუქი ავტომობილის ნაწილების კონსულტანტის მიმართულებით. 1 წლის შემდეგ კი გავხდი გაყიდვების ჯგუფის უფროსი.
აკადემიის წარმატებით დასრულებისთანავე სტაჟირება გავიარე მსუბუქი ავტომობილის ნაწილების კონსულტანტის მიმართულებით. 1 წლის შემდეგ კი გავხდი გაყიდვების ჯგუფის უფროსი.
რომ არა თეგეტა აკადემია..
ვიქნებოდი არაკვალიფიციური კადრი.
ვიქნებოდი არაკვალიფიციური კადრი.
არსებობს წარმატების ფორმულა?
წარმატების ფორმულა მგონია რომ ყველასთვის ერთია, უნდა მუშაობდე ისეთ სფეროში, რომელიც გიზიდავს და კომპანიაში, სადაც ყოველდღიურად მუშაობა მოგწონს.
არასოდეს უნდა დანებდე, რომ საბოლოოდ მიიღო შედეგი-,,წარმატება“.