Main Image

11

ივლ

პროფესიული განათლების სარეგისტრაციო სისტემაში ( vet.emis.ge) გამარტივდა რეგისტრაციის/ვერიფიკაციის პროცესი. პროფესიული განათლების მიღების მსურველი სისტემაში, ნაცვლად პირადი ელექტრონული ფოსტისა, ვერიფიკაციას გაივლის მობილური ტელეფონის ნომერზე გაგზავნილი ერთჯერადი ვერიფიკაციის კოდით.
 
პროგრამაზე რეგისტრაცია 10 სექტემბრის ჩათვლით გრძელდება. შერჩევის ეტაპი მოიცავს ტესტირებასა და მოტივაციურ გასაუბრებებს, სწავლა კი 15 ნოემბერს დაიწყება. 
 
 
პროგრამის ხანგრძლივობა - 10 თვე
 
 
სწავლა დაფინანსებულია სახელმწიფოს მიერ
 
 
|თეგეტა აკადემიის პროგრამაზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს - https://shorturl.at/frtCY