Main Image

"თეგეტა აკადემიის" კურსდამთავრებული თეგეტას ერთ-ერთი ფილიალის დირექტორია.  ინტერვიუ ვახტანგ ზივზივაძესთან .


კარიერაში თქვენი პირველი ნაბიჯები „თეგეტა აკადემიიდან“ იწყება, როგორ შეაფასებთ რა ცოდნა და გამოცდილება გქონდათ აკადემიაში მოსვლამდე ? 
 
სანამ თეგეტაში მოვიდოდი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჩემი დღევანდელი პროფესიიდან სრულიად განსხვავებულ მიმართულებაზე, ჰუმანიტარულ მეცნიერებებზე ვსწავლობდი, ამ მიმართულებით სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარე და უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს, სენატის წევრი ვიყავი. ზოგადად ძალიან აქტიურად ვერთვებოდი სტუდენტურ ცხოვრებაში, ბოლო კურსზე ჩემ მეგობართან ერთად სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ პროექტებზე დავიწყე მუშაობა, სადაც ტურიზმის დეპარტემანტისთვის ღონისძიებებსა და ფესტივალებს ვგეგმავდით.

უკვე წარმოვიდგინეთ ვახტანგი აკადემიამდე. როგორ გაიგეთ აკადემიის შესახებ, მაინც რამ მიგახვედრათ, რომ თქვენი თვითრეალიზების პირველი საფეხური იქნებოდა?

ჩემი იმდროინდელი საქმიანობა საინტერესოც იყო და შემოსავლიანიც, მაგრამ არა სტაბილური, რისი მოთხოვნილებაც უკვე მქონდა. ჩემი პროფესიით საკმაოდ რთული იყო სამსახურის პოვნა, ძალ- ღონეს არ ვიშურებდი, ნამდვილად ვცდილობდი, თუმცა გასაუბრებიდან არასდროს კმაყოფილი არ მოვდიოდი სხვადასხვა მიზეზების გამო, ან სამუშაო გარემო არ მომწონდა, ან პირობები, ძალიან რთულია სამსახური დაიწყო ორგანიზაციაში, სადაც განვითარებას ვერ ხედავ.
დაახლოებით რვა თვეს გასტანა ამ პროცესმა, შემდეგ, შემთხვევით მეგობრისგან გავიგე, რომ თეგეტა მოტორსს ჰქონდა აკადემია. ის რაც სკოლიდანვე მაინტერესებდა უნივერსიტეტში უკვე ვისწავლე და მივიღე საკმაოდ სიღრმისეული ზოგადი ცოდნა, ამავდროულად საავტომობილო სფეროც საინტერესო იყო ჩემთვის, თანაც, თეგეტა აკადამია ინოვაცია იყო, რა შეიძლებოდა ყოფილიყო უფრო კარგი ? მიხვიდოდი ენთუზიაზმით და უფასოდ ეუფლებოდი საკითხისადმი სიღმისეულ ცოდნას, პერსპექტივაც მაშინვე დავინახე, კურსის წარმატებით დახურვის შემთხვევაში უშაულოდ კომპანიაში დავსაქმდებოდი.
 
რამდენ ხანს გრძელდებოდა სწავლება და რა მეთოდებით?

აკადემიაში მოვედი გასაუბრებით, ჩავაბარე შესაბამისი გამოცდები, ეს იყო 2014 წელს, კურსი ორ თვიანი იყო, სწავლება ყოველდღიურად მიმდინარეობდა. დავალების მოტანა სახლიდანაც გვევალებოდა, ვაკეთებდით პრეზენტაციებს, ვმუშაობდით გუნდურადაც, გამოცდები გვიტარდებოდა ეტაპობრივად, ჯერ ყოველი კვირის ბოლოს და შემდეგ  ფინალური.

საინტერესო იყო თქვენთვის ეს პროცესი (სწავლების) თუ უბრალოდ საჭიროებას წარმოადგენდა სამომავლო პროფესიული განვითარებისათვის ?

სწავლის პროცესი ძალიან რთული და ამავდროულად ძალიან საინტერესო იყო. მანქანის აგებულებას დეტალურად ვსწავლოდით, ტრენერი იდეალური გახლდათ, მასზე ძალიან ბერვი იყო დამოკიდებული და აკეთებდა კიდეც მაქსიმუმს ჩვენთვის. ძალიან კარგი მასალები ჰქონდა, წერილობითი ვიზუალური, აუდიო, რაც მთავარია, სწორ დროს გვაწვდიდა ამ ინფორმაციებს. მისი მეთოდების გამოყენებით, ჩვენ შევძელით ყველაფრის სწორად გაგება და აღქმა. აი, მაგალითად, აუდიო ჩანაწერს მაშინ მოგვასმენინებდა ხოლმე, როცა ოდნავ გაგვიჭირდებდა და მერე მარტივად გვესმოდა ყველაფერი. ეს ორი თვე, ვფიქრობ, უფრო ნაყოფიერი იყო, ვიდრე სხვა რომელიმე სასწავლებელში გატარებული რამდენიმე წელი..

რა მოლოდინები გქონდათ აკედემიაში სწავლების დროს ?  ახლა ვხედავთ, რომ შედეგმა შეიძლება მოლოდინებს გადააჭარბა კიდეც, მაგრამ პირველ ეტაპზე, როდესაც გარანტიები არ არსებობს, გქონდათ მღელვარება ?

პირველ ეტაპზე გაცნობიერებული მქონდა, რომ ეს ორგანიზაცია ლიდერია თავის სფეროში, უდიდეს ცოდნასა და გამოცდილებას მომცემდა. მეორე მხრივ, თვთონაც მონდომებული ვიყავი, იმ ეტაპზე ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი აკადემიაში მოხვედრა იყო და შემდეგ უკვე ყველაფერი ჩემზე იქნებოდა დამოკიდებული..

სანტერესოა რა თვისებები დაგემხამრათ სწავლების პროცესში, ან რა თვისებების გამომუშავება დაგჭირდათ, რის გარეშეც აცნობიერებდით, წინსვლა არ გამოგივიდოდათ?

პირველ რიგში, როგორც აღვნიშნე: მონდომება, პუნქტუალურობა, საკითხისადმი ინტერესის ქონა; მოკლედ რომ ვთქვათ, იმ ეტაპზე და მერეც შესაძლებლობების მაქსიმუმის გაკეთება იყო საჭირო..

ახლა გადავიდეთ მეორე და უფრო მნიშვნელოვან ეტაპზე
უშუალოდ თეგეტაში როგორი იყო თქვენი პირველი ნაბიჯი, არა როგორც მოსწავლე არამედ როგორც კადრი/სამუშაო გარემოს ნაწილი ?

უშუალოდ სწავლის პროცესის დამთავრების შემდეგ, პრაქტიკული სწავლებები უნდა დამეწყო, თუმცა ამ დროს ჩემი შედეგებიდან გამომდინარე მივიღე რეკომენდაციები და უკვე როგორც სტაჟიორი მოვევლინე თეგეტას ცენტრალური ფილიალის გაყიდვებში.  ეს არის ყველაზე აქტიური ადგილი, მომხარებლის ყველაზე დიდი ნაკადი სწორედ აქ იყრის თავს. თავიდან მღელვარება მქონდა, მაქსიმალური მომზადების გარეშე  თავს ვერ გავართმევდი მოველეობას, მაგრამ გავაცნობიერე, რომ იმ ადგილზე შემთხვევით არ აღმოვჩდნი, ე.ი შემეძლო მაქსიმუმის გაკეთება და ასეც მოხდა, მოკლე დროში ავითვისე საჭირო ინფორმაცია, პროდუქციაც მალე შევისწავლე, ახლანდელი გადმოსახედიდან შეიძლება ძალიან ძლიერი კადრი ვერ ვიყავი, მაგრამ თვითონ სამუშაო პროცესი მასწავლიდა..
 

რაც შეეხება სამუშაო გარემოს, გარდა იმისა, რომ კომპანიის იმიჯი მაკლმაყოფილებდა, აქ მუშაობაც მსიამოვნებდა, შეგრძნება მქონდა, რომ ძლიერ ჩამოყალიბებულ ორგანიზაციაში ვმუშაობდი. თითქოს, კომპანიაში შემოსვლისთანავე ყველაფერი თავის ადგილზე დგებოდა, თვითშეფასება მემატებოდა, გარდა იმისა, რომ მე მეგონა და ვთვლიდი, რომ თეგეტა არის მაგარი კომპანია, აღმოჩნდა კიდეც ასეთი. თუმცა, თავიდან ვერც კი წარმოვიდგენდი, რა განვითარება შეიძლებოდა მოჰყოლოდა ამ ყველაფერს.

თეგეტას ვარკეთილის ფილიალის მმართველამდე რა ეტაპები გაიარეთ ორგანიზაციის შიგნით? მოდით თანმიმდევრულად მივყვეთ..
 

ჩემი მოტივაციის პარალელურად ვგრძნობდი ახლობლების ნეგატიურ დამოკიდებულებას, ბევრი მათგანი მეუბნებოდა, რომ კარიერულად ვერ განვვითარდებოდი. ზოგი ადამიანი ხომ არის, ერთ პოზიციაზე წლები მუშაობს და წინ ვერ მიდის, თუმცა მე არ ვჩქარობდი და მაინც, ვიტყოდი, ნაჩქარევად მოხდა ჩემი დაწინაურება. დაახლოებით ექვსი თვის შემდეგ, სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, საცალო გაყიდვების განყოფილებაში ვაკანსია გამოცხადდა, ხელმძღვანელობამ შემომთავაზა მეც მიმეღო მონაწილეობა კონკურსში, ამავდროულად რეკომენდაციაც გამიწიეს. ნუ, როგორც წესია, შიდა ტურები გავიარე, ნამდვილად ძლიერი კონკურენტები მყავდა, მაგრამ აქაც წარმატებით გავიტანე თავი. ხელმძღვანელობაზე ბევრი იყო დამოკიდებული, ჩემი შრომა შეუმჩნეველი არ დატოვეს და დააფასეს კიდეც.
 

ეს პერიოდი კიდევ უფრო მაგარი და ინფორმაციულად დატვირთული იყო, მე უკვე აღარ ვიყავი ერთი ფილიალის, ერთი სექციის თანამშრომელი, ჩემს მიმართულებას მთლლიანად საცალო გაყიდვები ებარა. შესაბამისად, ეს სამსახურიც მუდმივ აქტიურობას მოითხოვდა ჩემგან, მიზანი მქონდა კარგი შედეგები დამედო და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებდი, აი აქ დამეხმარა ჩემი სტუდენტობის  პერიოდში დაგროვებული გამოცდილება.. 

შემდეგ ეტაპზე გადასვლაც თავისთავად მოხდა, ჩემს საქმიანობასთნ ერთად  ფილიალების კოორდინაციის სამსახურში გავწევრიანდი, საქმე კარგად მიდიოდა, დეპარტამენტი გაფართოვდა და ახალი კადრები გვჭირდებოდა,  რომლებიც მე უნდა აღმეზარდა. ძალიან კარგი ახალგაზრდები მივიღეთ და ჩემი ცოდნა სიამოვნებით გავუზიარე მათ.

ამ დროს ჩემი თეგეტაში მუშაობის ორი წელი შესრულდა და ისევ გამოიკვეთა ხელმძღავნელის ფუნქცია. მან სწორად შეაფასა სიტუაცია, რომ კიდევ შემეძლო განვითარება. შემომთავაზეს გორის ფილიალის მმართველი გავმხდარიყავი,  რათქმაუნდა, თავიდან გამოსაცდელი ვადით, ნუ დიდი გამოწვევა იყო.  რაიმე სხვა კუთხითაც შეიძლებოდა დავტვირთულიყავი, მაგრამ, რადგან შემოთავაზება მივიღე, სირთულეს არ შევუშინდი, ზოგადად არ მჩვევია უკან დახევა და აქაც, „მეთქი გავაკეთებ“. ნუ, პრქტიკამ დაგვანახა, რომ ეს გამოსაცდელი ვადაც გავიარე და გორის ფილიალს წარმატებულად ვემსახურე.

როგორ ფიქრობთ, რატომ არის მნიშვნელოვანი კომპანიის შიგნით მობილობა?  საბოლოოდ, ალბათ, ადამიანისთვის სიახლეებია მნიშვნელოვანი და მათ შორის - სამსახურეობრივი გარემოს შეცვლა, საკუთარი ძალების ახალი მიმართულებით მოსინჯვა..

აუცილებელია, როდესაც კადრი იზრდება. არ აქვს მნიშვენლობა რა დრო სჭირდება ამისთვის. რათქმაუნდა, ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია. თანამშრომლის მხრიდან არ უნდა იყოს არასწორი ამბიცია, ხელმძღვანელმა უნდა შეამჩნიოს დროულად და სწორი მიმართულებით წარმართოს მისი შესაძლებლობები.  ჩემი მაგალითი, ალბათ, ყველაზე თვალსაჩინოა: სამი წლის განმავლობაში, თეგეტას აკადემიიდან ფილიალის დირექტორი გავხდი, ახლა უკვე თბილისში ვარკეთილის ფილიალის დირექტორი ვარ.  ძალიან მიხარია, რომ ჩემს საქმიანობას კომპანიისა და ხელმძღვანელობის მხრიდან ადეკვატური რეაგირება მოჰყვა.. 
 
ახლა როგორ აღწერთ თქვენს სამსახურს,  სამუშაო გარემოს?  ეს ის ადგილია სადაც...  

ეს ის ადგილია, სადაც კიდევ მრავალი წელი ვიმუშავებ, სადაც მუდმივად შემეძლება განვითარება... ზოგადად, დროის უმეტეს ნაწილს სამსახურში ვატარებთ და მნიშვნელოვანია თავი კომფორტულად ვიგრძნოთ. ძალიან მიყვარს ეს კომპანია; ჩემს თანამშრომლებს ვცდილობ იდეალური გარემო შევუქმნა, გავამხნევო. მეც დღემდე ჩემი უფროსი ასე მამახნევებს, მეკონტაქტება, სულ ერთიდაიგივეს მიმეორებს „არ მოდუნდე“ უკვე სლოგანად მაქვს ეს ფრაზა.. 

ყველაზე ცუდია, როცა დილით დგება ადამიანი და ფიქრობს „რა წავა სამსახურში“. პირადი დიალოგებითაც ვცდილობ,  ასეთი მომენტი არ დაუდგეთ ჩემ თანამშრომლებს. მესმის, რომ დასაქმებული ადამიანისათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი კომერციული საჭიროებაა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ არა ფულზე, არამედ შედეგზე უნდა იყო ორიენტირებული, მხოლოდ ხელფასზე მუშაობა ძალიან დამღლელია. პირიქით, მოტივირებული უნდა იყოს ადამიანი, დაიხვეწოს და განვითარდეს როგორც კადრი, წინ წავიდეს კომპანია. ყველაფერს, რათქმაუნდა, ერთი ადამიანი ვერ გააკეთებს, იგივე ჩემი მაგალითი: თეგეტას 22 ფილიალი აქვს  საქართველოში, ორიც ბაქოში, მე კი, მხოლოდ ერთი პატარა სიტუაციის ხელმძღვანელი ვარ, ხომ ? მაგრამ ერთი პროცენტით მაინც წვლილის შეტანა თუ შემიძლია, ამას გავაკეთებ მაქსიმალურად კარგად. ზოგადად ეს მიდგომა მგონია რომ პიროვნულადაც მზრდის..