პროგრამის მთავარი მიზანია, სატრანსპორტო სფეროსთვის მოამზადოს ძრავის შემკეთებელი, რომელსაც შეეძლება ძრავის დიაგნოსტირებისა და შეკეთების პროცესების პროფესიონალურ დონეზე წარმართვა. გარდა ამისა, თქვენ შეგეძლებათ, დააფუძნოთ კერძო სახელოსნო და თქვენი მიღებული ცოდნა გამოიყენოთ საკუთარ ბიზნესში. სწავლის პროცესში თქვენ მიიღებთ ღრმა თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას ძრავის შეკეთებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. თეორიულ ცოდნასთან ერთად დაეუფლებით პრაქტიკულ უნარებსაც.
მისანიჭებელი პროფესიული კვალიფიკაცია: საბაზო პროფესიული კავლიფიკაცია მსუბუქი ავტომობილის შეკეთებაში
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა - საბაზო განათლება
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ფორმა: მოდულური
პროგრამის მოცულობა: 58 კრედიტი, არაქართულენოვანი სტუდენტებისთვის 73 კრედიტი;
პროგრამის სავარაუდო ხანგრძლივობა: 41 კვირა
პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭება:
პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭება წარმოადგენს შპს თეგეტა აკადემიის პრეროგატივას. პროფესიული კვალიფიკაციის მოსაპოვებლად პროფესიულმა სტუდენტმა უნდა დააგროვოს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში განსაზღვრული მოდულებით გათვალისწინებული კრედიტები და ჩააბაროს საკვალიფიკაციო გამოცდა.
იხილეთ ვრცლად:
ვრცელი ინფორმაციის მისაღებად გადმოწერეთ მიბმული ფაილი