Main Image
როგორც იცით, " აკადემიაში" გაგრძელდა ფრონტ ოფისის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების პროექტი. ამ დროისათვის დასრულდა სწავლება მეორე ნაკადისათვის. ყველა მონაწილემ გაიარა თეორიული ტექნიკური ტრენინგი ავტომობილის აგებულების შესახებ და ბიზნეს ტრენინგები თემებზე:

► ლიდერობა და მართვა
► ეფექტური გაყიდვები და მოლაპარაკებები

ტრენინგის დასრულების შემდეგ კი ჩატარდა გასართობი ღონისძიება - კარტინგის ჩემპიონატი მონაწილეებს შორის.

აღსანიშნავია, რომ სწავლების პროცესი მიმდინარეობდა ძალიან პოზიტიურ გარემოში და მონაწილეებიც დიდი მოტივაციით ერთვებოდნენ სწავლებასა და დისკუსიებში. ჯგუფები თავიდანვე დაკომპლექტდა შერეულად - სხვადასხვა მიმართულებისა და გამოცდილების თანამშრომლებით. შესაბამისად, მონაწილეები ერთმანეთს უზიარებდნენ პრაქტიკაში მიღებულ გამოცდილებას საკუთარი ფილიალებისა თუ სამუშაო სპეციფიკის გათვალისწინებით, რამაც ჯამში ძალიან პროდუქტიული გახადა სწავლების პროცესი.