Main Image
16-18 იანვარს თეგეტა აკადემიაში ჩატარდა ტექნიკური ტრენინგი ავტომატური გადაცემათა კოლოფების მიმართულებით. სასწავლო მოდული შემუშავდა სპეციალურად თეგეტა მოტორსის საჭიროებების მიხედვით და მოიცავდა შემდეგ თემებს:
- თანამედროვე ავტომატური, ვარიატორული და DCT კოლოფების აგებულება და მუშაობის პრინციპი;
- ZF- ის 8 სიჩქარიანი კოლოფის აგებულება და სპეციფიკაციები;
- გეგმიური სარეგლამენტო მომსახურება (ზეთის შეცვლა) და თანმდევი რისკები/საფრთხეები;
- ზეთის შეცვლის აპარატის მუშაობის პრინციპი, შეცვლის თავისებურებები და მომხმარებელთა ინფორმირება.
- საკვანძო კითხვები და სავალდებულო კომუნიკაცია მომხმარებელთან რისკების დასაზღვევად და სერვისის სრულყოფილების მიზნით;
ტრენინგი ჩატარდა ორ ეტაპად და დაესწრო თეგეტა მოტორსის ყველა ის თანამშრომელი ვისაც ყოველდღიურ საქმიანობაში უწევს აღნიშნული მიმართულებით მუშაობა.