მონაწილეთა რაოდენობა

8-12

ტრენინგის ხანგრძლივობა

8 საათი

ბიზნეს ტრენინგები Front ოფისის თანამშრომლების კვალიფიკაციის ასამაღლებლად


მიზანი
ტრენინგის მონაწილეები გაეცნობიან სატელეფონო მომსახურების თავისებურებებსა და სპეციფიკას. ნათლად დაინახავენ სწორად წარმართული სატელეფონო მომსახურების მნიშნველოვნებას და დახელოვნდებიან საუკეთესო ტექნიკებში.

შინაარსი 
  •  სატელეფონო მომსახურების სპეციფიკა;
  • სატელეფონო მომსახურების ძირითადი კრიტერიუმები და სტანდარტები; 
  • კლიენტის საჭიროების დადგენის მეთოდები; 
  • კლიენტის მოლოდინები და მათი გადაჭარბების გზები;
  • არავერბალური კომუნიკაცია და სატელეფონო მომსახურება; 
  • ასერტიული არა;
  • პოზიტიური ფორმულირებები;
  • ხმის, როგორც ეფექტური სატელეფონო კომუნიკაციის  მთავარი  ინსტრუმენტის მართვა;
  • რთულ მომხმარებლებთან  ურთიერთობა.

მეთოდები
მინი-ლექცია, როლური თამაში, ბრეინშტორმინგი დისკუსია, მაინდმეფინგი, ჯგუფური სავარჯიშო, ინდივიდუალური დავალება, წყვილებში მუშაობა, ილუსტრირება, კითხვა-პასუხი

შედეგები
ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილეებს ექნებათ ცოდნა სატელეფონო საუბრის ეტიკეტისა და ეფექტური კომუნიკაციის  პრინციპების შესახებ. მიღებული პრაქტიკული და თეორული ცოდნის საშუალებით თანამშრომლები შეძლებენ სწრაფად და ეფექტიანად მოემსახურონ კლიენტებს.