მონაწილეთა რაოდენობა

8-12

ტრენინგის ხანგრძლივობა

16 საათი

ბიზნეს ტრენინგები Front და Back ოფისის თანამშრომლების კვალიფიკაციის ასამაღლებლად


შინაარსი
რატომ არის სასარგებლო კურსის გავლა? - საზოგადოებას ქმნიან განსხვავებული ადამიანები, რომელთა მოლოდინები ერთმანეთს მიმართ და ძალაუფლების გადანაწილება, არათანაბარია. შესაბამისად, ყველა ადამიანი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე კონფლიქტურ სიტუაციაში ხვდება. თუ, კონფლიქტი როგორც მოვლენა ცხოვრების გარდაუვალი ნაწილია, მაშინ ჩნდება მთავარი კითხვა, როგორ გაუმკლავდეთ მას? ამ და სხვა კითხვებზე პასუხები იქნება განხილული ტრენინგის განმავლობაში.

ტრენინგის მიზანი
ტრენინგის მიზანია მონაწილეებს გააცნოს კონფლიქტის გამომწვევი მიზეზები და  მისი განვითარების დინამიკა.  ტრენინგის შედეგად, მონაწილეები დახელოვნდებიან რთული საუბრებისა და კონფლიქტის მართვის სტრატეგიებში. 

ტრენინგის თემატიკა 
  • კონფლიქტის 4 ტიპი და რაობა 
  • კონფლიქტის ესკალაცია 
  • როდის უნდა გამოვიდეთ კონფლიქტიდან 
  • კონფლიქტში ჩართულ მხარეთა ფსიქოპორტრეტი
  • რთული საუბრების და კონფლიქტის მართვის სტრატეგიები 
  • რჩევები უკონფლიქტობისთვის 

შედეგი
მონაწილეებს ექნებათ მკაფიო შეხედულება, კონფლიქტის რაობაზე და მის სახეებზე. ეცოდინებათ, როგორ მართონ კონფლიქტური სიტუაცია ისე, რომ ის არ გადაიზარდოს აგრესიაში; პირიქით, წარმართონ მოლაპარაკება იმგვარად, რომ მიაღწიონ გამარჯვებას - სასურველ შედეგს.

სამიზნე აუდიტორია
ტრენინგი განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც აინტერესებს კონფლიქტის გამომწვევი მიზეზები და მათი მოგვარების სხვადასხვა სტრატეგიები და გზები.

მეთოდოლოგია
ტრენინგი ეფუძნება Harvard-ის , Roger Fisher, Joseph Grenny, Chris Voss, Kenneth Thomas, Ralph Kilmann და სხვათა მოწინავე საერთაშორისო მიდგომებსა და მეთოდოლოგიებს. 


*რთული საუბრებისა და კონფლიქტის მართვაში განსაზღვრულია ასევე Advanced დონის ტრენინგი, რომლის წინა პირობაა საბაზისო მოდულის გავლა. Advanced ტრენინგი განკუთვნილია მათთვის, ვის მიერ წარმოებული მოლაპარაკებებიც პირდაპირ კავშირშია კომპანიის შედეგებთან 
  • მონაწილეთა რაოდენობა: 20
  • ხანგრძლივობა: კონფლიქტების მართვა 8 საათი მოლაპარაკებები 8 საათი 

ტრენერის შესახებ

აქვს ტრენერობის 6+ წლიანი გამოცდილება და ჩატარებული აქვს ტრენინგები ისეთ თემებზე, როგორებიცაა:  კომუნიკაცია, კონფლიქტის მართვა, ემპათია, ლიდერობა, ადაპტაცია, გუნდური მუშაობა, დროის მართვა, სტრესის დაძლევა, ეფექტური მომსახურება, გენდერული თანასწორობა, ზრდასრულთა სწავლების ტექნიკები და მენეჯმენტის საფუძვლები. 

განათლება მიღებული აქვს საქართველოში - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დიდ ბრიტანეთში - შეფილდ ჰალამ უნივერსიტეტსა და ესტონეთში - ტალინის უნივერსიტეტში.  მაგისტრის ხარისხი დაცული აქვს სოციალურ მუშაობაში (MSW),  არის ფსიქოლოგი (BA) და სერტიფიცირებული ტრენერი. დამატებითი ცოდნა მიღებული აქვს ჟურნალისტიკის, სოციალური ზრუნვის, სოციალური პოლიტიკის, ადამიანური რესურსების მართვისა და გენდერული საკითხების მიმართულებით.