მონაწილეთა რაოდენობა

15

ტრენინგის ხანგრძლივობა

28 კვირა

პროგრამის სახელწოდება: სატვირთო ავტომობილის პროდუქტების გაყიდვების კონსულტანტი

პროგრამის ხანგრძლივობა: 28 კვირა

მსმენელთა საერთო რაოდენობა პროგრამაზე: 15

პროგრამაზედაშვების წინაპირობები: 

  • ასაკი: მინიმუმ 18 წელი
  • განათლება: საბაზო

 

პროგრამის მიზანი 

პროგრამის მიზანია, მსმენელი მოკლე დროში აღჭურვოს იმ ცოდნითა და პროფესიული უნარ-ჩვევებით, რომელიც მოთხოვნადია შრომის ბაზარზე და დაეხმარება აღნიშნული სპეციალობით წარმატებული მუშაობისთვის. მსმენელს შეასწავლოს სატვირთო ავტომობილის აგებულება, დეტალების იდენტიფიცირება და მოძიება, საცხებ-საპოხი მასალების, აკუმულატორბისა და საბურავების სწორად შერჩევა/შეთავაზება, მომხმარებელთან სწორი კომუნიკაცია და ეფექტური მომსახურება.



პროგრამის აღწერა:

პროგრამა განკუთვნილია იმ პირებისთვის, ვისაც უდასტურდება სწავლის საბაზო საფეხური და არის 18 წელს მიღწეული პირი. სატვირთო ავტომობილის კონსულტანტის მომზადების პროგრამა მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას, სწავლების 28 კვირის განმავლობაში მსმენელები განავითარებენ სატვირთო ავტომობილის კონსულტანტისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს, მიიღებენ ცოდნას და გამოცილებას, რომელიც დაეხმარება შრომის ბაზარზე წარმატებულ ოპერირებაში. სწავლება განხორციელდება შპს „თეგეტა აკადემიასა“ და შპს „თეგეტა მოტორსში“. პროცესი სრულად უზრუნველყოფილი იქნება თანამედროვე და ინოვაციური რესურსებით. სწავლებას განახორციელებენ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები. 

პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული მიიღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ ორენოვან პროფესიული განთლების დამადასტურებელ სერტიფიკატს და დანართს, რომელშიც ფიქსირდება პირის მიერ პროგრამის ფარგლებში მიღებული ცოდნა და უნარები.

 

სწავლის შედეგები:

  • სატვირთო ავტომობილის აგებულება და დეტალების იდენტიფიცირება; 
  • სატვირთო ავტომობილისა და მისაბმელის კატალოგებში დეტალის მოძიება; 
  • დამხმარე საიტებისა და ბრენდების კატალოგების გამოყენება; 
  • მომსახურების პროცესის ეფექტური წარმართვა;
  • მომხმარებლის საჭიროების დადგენა და პროდუქტის შეთავაზება; 
  • სატვირთო ავტომობილების საცხებ-საპოხი მასალების ინდივიდუალურად შერჩევა;
  • სატვირთო ავტომობილის აკუმულატორების შერჩევა;
  • სატვირთო ავტომობილის საბურავების შერჩევა.
 


სწავლების მეთოდი:

  • ინტერაქციული ლექცია 
  • პრაქტიკული მეცადინეობა 
  • როლური თამაში 
  • შემთხვევის ანალიზი 
  • ინტერაქციული ლექცია 
  • პრაქტიკული მეცადინეობა
  • სამუშაო პრაქტიკა თეგეტა მოტორსში

 

აპლიკანტთა შერჩევის ფორმა: 

  • გასაუბრება




პარტნიორი და მხარდამჭერი კომპანია: 

პროფესიული გადამზადების პროგრამა ხორციელდება USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ მხარდაჭერით და შპს „თეგეტა მოტორსთან“ პარტნიორობით. 


განხორციელების ადგილი: ქ. ბათუმი
 
რეგისტრაციის ბმული: https://forms.gle/xCbPD62n1GxBzH2P9

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 0322 26 44 46