ტრენინგის მიზანია მძღოლების კვალიფიკაციის ამაღლება სატვირთო/ მსუბუქი ავტომობილის უსაფრთხოდ მართვის მიმართულებით. კურსის განმავლობაში მსმენელები მიიღებენ ავტომობილის უსაფრთხოდ მართვისთვის საჭირო რჩევებს. ასევე, გაეცნობიან ავტომობილის უსაფრთხოების სისტემებსა და სწორად ექსპლუატაციის სტანდარტებს.
ტრენინგის პროგრამა:
- პრე-ტესტი მონაწილეების ცოდნის დასადგენად.
- ზოგადი მაჩვენებლები: სიჩქარე, მანძილი, დისტანცია, სამუხრუჭე მანძილი.
- საავარიო სიტუაციების სტატისტიკური მაჩვენებლების განხილვა.
- საავარიო სიტუაციების გამომწვევი ძირითადი მიზეზები.
- უსაფრთხოების წესები სხვადასხვა კატეგორიის გზებზე გადაადგილებისას.
- უსაფრთხო მართვის თავისებურებები სხვადასხვა კლიმატურ პირობებში.
- უსაფრთხო მართვის თავისებურებები სხვადასხვა გზის საფარზე.
- ხილვადობა და მისი ზეგავლენა მართვის ორგანოების დროულ გამოყენებაზე.
- ავტომობილში გამოყენებული უსაფრთხოების ელექტრონული სისტემები.
- მაშუქები და საინფორმაციო დაფის ინდიკატორები.
- საბურავი და მისი ზეგავლენა ავტომობილის მანევრირებაზე.
- სამუხრუჭე სისტემა და მისი დამხმარე მექანიზმები.
- აკვაპლანიერება.
- ავტომობილთან ადაპტაცია, საჭესთან ჯდომის პოზიცია და ერგონომიული სალონი.
- პოსტ-ტესტი ტრენინგის შედეგების გაზომვის მიზნით.
*
ტრენინგი შესაძლებელია ჩატარდეს როგორც მსუბუქი, ისე სატვირთო ავტომობილის უსაფრთხო მართვის მიმართულებით.
ტრენინგის ხანგრძლივობა: 8 საათი
ჯგუფში მონაწილეების რაოდენობა: 10-15
მონაწილეობის ღირებულება: 295₾
რეგისტრაციისთვის შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა: https://bit.ly/3mEJoPh
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 595 525 774