მონაწილეთა რაოდენობა

4-8

ტრენინგის ხანგრძლივობა

24 საათი

ბიზნეს ტრენინგები Back  ოფისის თანამშრომლების კვალიფიკაციის ასამაღლებლად
მიზანი
ტრენინგის მიზანია მონაწილეებს შეასწავლოს ტრენინგის ჩატარების მეთოდი და ტექნიკა. განუვითაროს მათ ზრდასრულთა სწავლებისთვის საჭირო უნარი და ჩამოაყალიბოს წარმატებულ ტრენერად. 

შინაარსი 
  • რა არის ტრენერის ფუნქცია-მოვალეობები? 
  • სად და როგორ მოვიძიოთ/დავამუშავოთ ტრენინგისთვის საჭირო მასალები? 
  • როგორ გავწეროთ სილაბუსი  და მოდულები? 
  • ტრენინგის ორგანიზება, ჩატარება და ანგარიშგება, 
  • რას ნიშნავს და როგორ გამოვიყენოთ თერაპიული კომუნიკაცია? 
  • შემეცნების თავისებურებები. 
  • სწავლების მეთოდები.  
  • გუნდის მართვა და დინამიკა. 
  • როგორ დავძლიოთ სირთულეები ტრენინგის მსვლელობისას? 
  • როგორ გავაკეთოთ ეფექტური პრეზენტაცია? 
  • უკუკავშირის გაცემის ტექნიკები. 
  • პრაქტიკული სავარჯიშოები (სილაბუსისა და მოდულის შედგენა, აქტივობების მოფიქრება, პრეზენტაციის მომზადება და უკუკავშირის გაცემა) 

მეთოდები
მინი-ლექცია, როლური თამაში, ბრეინშტორმინგი, მაინდ მეფინგი, დისკუსია, ჯგუფური სავარჯიშო, ინდივიდუალური დავალება, წყვილებში მუშაობა, ილუსტრირება, კითხვა-პასუხი;

შედეგები
ტრენინგის გავლის შემდეგ, მონაწილე შეძლებს:
  • დამოუკიდებლად შექმნას ტრენინგის მოდული;
  • შეადგინოს სილაბუსი;
  • დაგეგმოს, ორგანიზება გაწიოს და ჩაატაროს ტრენინგი;
  • მართოს აუდიტორია; 
  • მიაღწიოს დასახულ შედეგს ტრენინგის მსვლელობისას; 
  • მონაწილეებს მისცეს საჭირო და სწორი უკუკავშირი; 
  • დაწეროს ანგარიში დამკვეთისთვის.