
თეგეტა აკადემიამ წარმატებით ჩაატარა „ავტომობილის უსაფრთხო მართვის ტრენინგი“ კომპანია Europcar Georgia - ისთვის.
ტრენინგის მიზანია - მძღოლების კვალიფიკაციის ამღლება ავტომობილის უსაფრთხოდ მართვის მიმართულებით. კურსის განმავლობაში მსმენელებმა მიიღეს ავტომობილის უსაფრთხოდ მართვისთვის საჭირო რჩევები, ასევე გაეცნენ ავტომობილის უსაფრთხოების სისტემებსა და სწორად ექსპლუატაციის სტანდარტებს.
Europcar Georgia - წარმოადგენს ავტომობილების გაქირავების კომპანიას საქართველოში. თეგეტა მოტორსის ჯგუფის წევრი კომპანია 2020 წლის 1 ივნისიდან წარმოადგენს EUROPCAR INTERNATIONAL-ის ექსკლუზიურ წარმომადგენელს საქართველოში. Europcar Georgia ფიზიკურ პირებსა და ორგანიზაციებს სთავაზობს ავტომობილების დაქირავებას, საოპერაციო ლიზინგს და სატრანსპორტო მომსახურებას. კომპანია წარმოადგენს ბაზრის ერთ-ერთ ლიდერს და მომხმარებლებს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას სერტიფიცირებული მძღოლებით.
ავტომობილის უსაფრთხო მართვის ტრენინგი ჩატარდა ორი ჯგუფისთვის და დაესწრო Europcar-ის 43 თანამშრომელი. ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ ავტომობილის უსაფრთხო მართვის სერტიფიკატები.