-(1).png)
22
май
პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებით მიმდინარე წლის 19-22 მაისს პროფესიული განათლების საერთაშორისო კვირეული (VET Connect 2.0: International Week of Vocational Partnerships) ჩატარდა. ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაცია, საერთაშორისო თანამშრომლობა და საუკეთესო უცხოური პრაქტიკის გაზიარება. საქართველოსთან ერთად კვირეულში მონაწილეობა მიიღო 17 ქვეყნის პროფესიულმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ ევროპიდან და აზიიდან.
პროფესიული განათლების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, ჩატარდა თემატური სესიები. ქართველმა და უცხოელმა მონაწილეებმა წარადგინეს თემატური პრეზენტაციები, მათ შორის, თეგეტა აკადემიის დირექტორმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა პრეზენტაცია აკადემიის შესახებ.

გარდა პრეზენტაციისა, მონაწილე ქვეყნებთან ერთად, თეგეტა აკადემიის წარმომადგენლებმა გამოფენის ფორმატში წარმოადგინეს საინფორმაციო მასალები დაწესებულების შესახებ. აღნიშნულმა პროცესმა ჩართულ პირებს შესაძლებლობა მისცა გაეზიარებინათ გამოცდილება, გაეცვალათ იდეები და ესაუბრათ სამომავლო თანამშრომლობაზე.
კვირეულში მონაწილეობის შედეგად, თეგეტა აკადემია გახდა ცნობილი დაწესებულება სხვადასხვა ქვეყნის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, გარდა ამისა, აკადემიის წარმომადგენლებმა დასახეს კონკრეტული გზები საერთაშორისო დონეზე დაწესებულების მეტად განვითარებისთვის.