Main Image

8

мар

„თეგეტა აკადემიამ“ ბათუმის წიგნისა და განათლების მე-2 საერთაშორისო ფესტივალზე მონაწილეობა მიიღო. 

 „ტრანსფორდსა“ და USAID-თან პარტნიორობით აკადემია ფოთში ახალ ფილიალის გახსნას გეგმავს,  ხოლო ბათუმში უკვე არსებულს - გააფართოებს. პროექტის ფარგლებში 19 სასწავლო პროგრამა შემუშავდება და ჯამში 300-ზე მეტი სტუდენტი გადამზადდება. 

სწორედ აღნიშნული პროგრამები წარუდგინა „თეგეტა აკადემიამ“ დამსწრე სტუმრებს და გააცნო ELECTUDE-ის სასწავლო პლატფორმა, რომელიც USAID-თან თანამშრომლობით დანერგა. 

| გარდა ამისა, დაინტერესებულ პირებს ღონისძიებაზე შესაძლებლობა ჰქონდათ, ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ აკადემიის საქმიანობის შესახებ და გაეგოთ უფრო მეტი თემაზე - „კარიერული პერსპექტივები საავტომობილო ინდუსტრიაში“.