8
Mar
„თეგეტა აკადემიამ“ ბათუმის წიგნისა და განათლების მე-2 საერთაშორისო ფესტივალზე მონაწილეობა მიიღო.
„ტრანსფორდსა“ და USAID-თან პარტნიორობით აკადემია ფოთში ახალ ფილიალის გახსნას გეგმავს, ხოლო ბათუმში უკვე არსებულს - გააფართოებს. პროექტის ფარგლებში 19 სასწავლო პროგრამა შემუშავდება და ჯამში 300-ზე მეტი სტუდენტი გადამზადდება.
სწორედ აღნიშნული პროგრამები წარუდგინა „თეგეტა აკადემიამ“ დამსწრე სტუმრებს და გააცნო ELECTUDE-ის სასწავლო პლატფორმა, რომელიც USAID-თან თანამშრომლობით დანერგა.
| გარდა ამისა, დაინტერესებულ პირებს ღონისძიებაზე შესაძლებლობა ჰქონდათ, ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ აკადემიის საქმიანობის შესახებ და გაეგოთ უფრო მეტი თემაზე - „კარიერული პერსპექტივები საავტომობილო ინდუსტრიაში“.