-(1).png)
10
Feb
2025 წლის 10 თებერვალს, თეგეტა აკადემიის ფოთის ფილიალში პროფესიული მომზადების და პროფესიული გადამზადების ორ პროგრამაზე სასწავლო პროცესი დაიწყო.
პროფესიული მომზადების პროგრამაზე „საკონტეინერო და ჩანგლიანი დამტვირთველის ოპერატორი“ ჩაირიცხნენ ის პირები, რომლებმაც დააკმაყოფილეს პროგრამაზე დაშვებისა და მიღების წინაპირობები, ხოლო პროფესიული გადამზადების პროგრამაზე „საკონტეინერო და ჩანგლიანი დამტვირთველის ოპერატორი“ ჩაირიცხნენ პარტნიორი კომპანიის შპს „ტრანსფორდის“ თანამშრომლები.
თეგეტა აკადემიის გუნდმა მსმენელებს გაცნობითი სახის შეხვედრა ჩაუტარა, პროგრამის განმახორციელებლებმა კი გააცნეს პროგრამის შინაარსობრივი ნაწილი და სასწავლო განრიგი. ასევე, მსმენელებმა დაათვალიერეს სასწავლო დანიშნულების სიმულატორი და გაიარეს პრაქტიკული მოსინჯვა.
თეგეტა აკადემია ულოცავს მსმენელებს სასწავლო პროცესის დაწყებას და უსურვებს წარმატებას!
პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამები ხორციელდება ა(ა)იპ - პროფესიული უნარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და შპს „ტრანსფორდის“ პარტნიორობით.